Air Astana საქართველოდან პილოტების მოზიდვას გეგმავს და ამ მიზნით გეგმავს ღია კარის დღეებს თბილისსა და ქუთაისში. გაცნობითი ხასიათის შეხვედრები 8 და 9 ნოემბერს გაიმართება და ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდეს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, შეხვედრების შინაარსი მოიცავს დასაქმების მსურველთათვის Air Astana-ს პილოტების ცხოვრების პირობებისა და კარიერის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. მონაწილეები გაეცნობიან პოზიციის ბენეფიტების, ბაზების მდებარეობასა და კარიერული ზრდის პერსპექტივებს.
რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/QtdZSYsKRBSdt95q8
შეხვედრის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას მონაწილეები რეგისტრაციის შემდეგ მიიღებენ.
დღესდღეობით Air Astana წარმოადგენს ცენტრალური აზიის ერთ-ერთ წამყვან და ყველაზე წარმატებულ ავიაკომპანიას, რომელიც ახორციელებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო რეისებს ძირითადად ევროპაში, აზიაში და ახლო აღმოსავლეთში. კომპანიის ფლოტშია 50-ზე მეტი თანამედროვე თვითმფრინავი. მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს ყაზახეთის სამ ქალაქში.

























