მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Air China-ის ზარალი 2026 წლის პირველ ნახევარში $341 მილიონამდე გაიზარდა - Reuters

Air China

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air China-ის ზარალი 2026 წლის პირველ ნახევარში გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, კომპანიის მიერ შანხაის საფონდო ბირჟაზე წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, იანვარ-ივნისში Air China-ს წმინდა ზარალმა 2.3 მილიარდი იუანი, დაახლოებით 341 მილიონი დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ავიაკომპანიის წმინდა ზარალი 1.8 მილიარდი იუანი იყო. შესაბამისად, ერთ წელიწადში ზარალი დაახლოებით 500 მილიონი იუანით, ანუ 27.8%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, Air China ჩინეთის ეროვნული ავიაკომპანიაა. მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები კომპანიამ შანხაის საფონდო ბირჟაზე წარდგენილ განცხადებაში გაასაჯაროვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები