Air China-ს ჟურნალი ლონდონში მიმავალ ვიზიტორებს, "ინდოელ, პაკისტანელ და შავ ხალხთან კონტაქტისაგან თავის შეკავებას ურჩევს“. ციტატამ სოციალურ ქსელში მომხმარებლის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. ბრიტანეთის პარლამენტი ავიაკომპანიას ბოდიშის მოხდას სთხოვს.
ავიაკომპაანიის მენეჯმენტმა ოთხშაბათს შუადღისას Air China-ს ჩრდილოეთ ამერიკის Twitter-ის გვერდზე ბოდიში მოიხადა და აგრეთვე ჟურნალის ყველა ნომერი რეისიდან ამოიღეს, თუმცა რამდენიმე საათში, ყოველგვარი ახსნის გარეშე Twitter-ის ექაუნთიდან საბოდიშო წერილი წაიშალა.
„ეს სტატია რჩევა იყო ვიზიტორებისთვის. მართალია ლონდონი უსაფრთხო ქვეყანაა გამგზავრებისათვის, თუმცა სიფრთხილეა საჭირო ისეთ ადგილებში სტუმრობისას, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ინდოელი, პაკისტანელი და შავი ხალხია (Black People). - აცხადებს სტატიის ავტორი და CNBC-ის ჟურნალისტი.
Air China-ს პეკინის წარმომადგენლობაში ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. საბოდიშო წერილი არ გამოქვეყნებულა არც ავიაკომპანიის Twitter-ის და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

























