მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Air France-მა თბილისში რეგულარული ფრენები დაიწყო - პირველი რეისით პრეზიდენტი ჩამოვიდა

5ca11885ab775
BM.GE
31.03.19 23:37
1364
დღეს თბილისში საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანიის AIR FRANCE პირველი რეისი დაეშვა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი რეისის პირველი მგზავრი იყო. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო მომსახურების ტერმინალში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელზეც სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს პირდაპირი ავიარეისების დანიშვნით საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო.

არ ვიცი საქართველოს ახალ პრეზიდენტს რაიმე წვლილი თუ მიუძღვის ამ კავშირის დაფუძნებაში, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ მე პირადად, არანაირ ძალას არ დავიშურებ იმისათვის, რომ ჩემი მანდატის პერიოდში, საქართველომ შეძლოს და დაამყაროს სწორედ ასეთი პირდაპირი და ხშირი კავშირები, კომუნიკაციებისა, თუ ტრანსპორტის მიმართულებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან, და ამით საქართველომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპის რუკაზე, როგორც ერთ-ერთმა, რიგითმა ევროპულმა ქვეყანამ”- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები