მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Air France თბილისის ეროპორტიდან სიხშირეს ამატებს

63ea46533c203
მარიამ ვარადაშვილი
13.02.23 18:40
1854
საქართველოში Air France-ის წარმომადგენელი ია ხომერიკი აცხადებს, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ფრანგული ავიაკომპანია სიხშირეს გაზრდის.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემაში "საუბრები ავიაციაზე" განაცხადა, თბილისის აეროპორტიდან Air France კვირაში სამი დღე იფრენს.

“Air France ზაფხულის სეზონისთვის სიხშირეს ზრდის, შედეგად გვექნება კვირაში სამი ფრენა თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქვეყნის სხვა აეროპორტებიდან ფრენების დაწყებას არ გეგმავს და თბილისია პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, სიხშირის გაზრდის პერსპექტივასაც მხოლოდ თბილისის მიმართულებით განვიხილავთ”,-განაცხადა ხომერიკმა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დამტკიცებული განრიგით, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე Air France თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში ორი დღე დაფრინავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები