მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Air New Zealand-ი მგზავრებს აცრას პირდაპირ ბორტზე სთავაზობს

6170523a36d32
მარიამ ადამია
21.10.21 00:40
492
ახალ ზელანდიაში მსურველებს აცრის გაკეთება, ოკლენდის აეროპორტში და Air New Zealand 787-ის ბორტზეც შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. როგორც CNN წერს, მათივე ცნობით, "ფაიზერის" ვაქცინის გარდა, მგზავრები მიიღებენ უფასო ექსკურსიას, კვებას, სასმელს და სამახსოვროდ, ჩასხდომის ბილეთს.

ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ერთჯერადი შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც ოკლენდის მხარეს ცხოვრობს, ვისაც აქვს ვაქცინაციის უფლება, თუმცა ჯერ არ აქვს მიღებული ის და ასევე ვისაც შეუძლია დარეგისტრირდეს პორტალზე. აცრა თავისთავად უფასოა, თუმცა დარეგისტრირებულმა პირმა თავად უნდა უზრუნველყოს აეროპორტამდე ტრანსპორტირება და შინ დაბრუნება. ამ გზით კი, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორი ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანონ ვაქცინაციის მიმართულებით, მეტი მოტივაცია შექმნან მოსახლეობისთვის და დროულად დაასრულონ პანდემია.

გარდა ამისა, ახალი ზელანდია არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც იმუნიზაციას მოქალაქეებს არასტანდარტულ ადგილას სთავაზობენ. ჩამონათვალში შეგვიძლია დავასახელოთ აშშ-ის ქალაქი ნიუ-იორკი, სადაც ამერიკის ბუნების ისტორიის ეროვნულ მუზეუმში, ცნობილი ლურჯი ვეშაპის ქვეშ შეუძლიათ საკუთარი დოზა ვაქცინის მიღება. ასევე შვედეთში მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, სტოკჰოლმში ნობელის პრემიის საბანკეტო დარბაზში აცრილიყვნენ.

ინფორმაციისთვის, საზღვრის ადრეული და სწრაფი დახურვისა და მკაცრი შეზღუდვების გამო, ახალ ზელანდიაში კორონავირუსის მხოლოდ 4,760 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 28 ადამიანი გარდაიცვალა - რაც რეალურად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. მოქალაქეების დაახლოებით 50% უკვე აცრილია და პარალელურად მეტად აქტიურდება კამპანიაც. ასევე ქვეყანა სწავლობს ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრებას და ხსნის ეტაპობრივად საზღვრებსაც და ეკონომიკასაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები