მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

AIR TOP-ი DAIKIN-ის ავტორიზებული სერვის ცენტრი და დილერი  საქართველოში

DAIKIN
30.09.25 09:55
299

კომპანია AIR TOP არის გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სისტემების გლობალური ლიდერის- იაპონური ბრენდი DAIKIN-ის ავტორიზებული სერვის ცენტრი და დისტრიბუტორი საქართველოში. AIR TOP უზრუნველყოფს DAIKIN-ის პრემიუმ HVAC სისტემების მიწოდებას, სრულ ტექნიკურ მხარდაჭერასა და პროფესიონალურ გაყიდვების შემდგომ სერვისს.

რატომ DAIKIN?
DAIKIN უკვე 100 წელზე მეტია მსოფლიო ლიდერია გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციისა და სამაცივრე სისტემების მიმართულებით და მუდმივად ისწრაფვის ინოვაციებისა და ენერგოეფექტურობისკენ.

DAIKIN-ის აგრეგატები გამოირჩევა ტემპერატურის სტაბილური კონტროლითა და დაბალი ხმაურის დონით. მისი მაღალი ხარისხის კომპრესორები და კომპონენტები უზრუნველყოფენ სისტემების მრავალწლიან შეუფერხებელ მუშაობას. ამასთანავე, ბრენდი დიდ ყურადღებას აქცევს ეკოლოგიას და იყენებს ეკომეგობრულ მაცივარაგენტს ანუ „ფრეონს“ როგორიცაა დაიკინის მიერ შექმნილი R32.

გარდა ამისა, თანამედროვე მოდელები აღჭურვილია Wi-Fi მართვით, სმარტფონიდან კონტროლის შესაძლებლობით და ინტელექტუალური სენსორებით, რომლებიც ამცირებენ ენერგომოხმარებას, ამოიცნობენ ოთახში ადამიანისა მდებარეობასა და ტემპერატურულ ცვლილებებს, აანალიზებენ ამას და შესაბამისად მიმართავენ ცივი თუ თბილი ჰაერის ნაკადს.

DAIKIN-ის პროდუქცია საქართველოში

საქართველოში DAIKIN-ის სპლიტ-სისტემები ხელმისაწვდომია AIR TOP-ის პარტნიორ მაღაზიებში — „ალტა“, „ელიტი“ და ონლაინ extra.ge-ზე, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ პირადად გაეცნონ ბრენდის ინოვაციურ კონდიციონერებს.

კომპანია AIR TOP ქართველი მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომს ხდის DAIKIN-ის ისეთ ინოვაციურ სისტემებს, როგორიცაა: AHU, VRV, Rooftop, ჩილერები, ფანკოილები და ასევე სამაცივრე სისტემები და ბრენდის ორიგინალი სათადარიგო ნაწილები.

AIR TOP - DAIKIN-ის სისტემების მიმწოდებელი სანდო პარტნიორი

AIR TOP-ის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არამხოლოდ ვახორციელებთ DAIKIN-ის პროდუქციის მიწოდებას, არამედ აქტიურად ვეხმარებით მომხმარებლებს სისტემების ოპტიმალურ შერჩევაში.


კომპანია უკვე დამკვიდრდა, როგორც სანდო პარტნიორი არაერთი ქართული კომპანიისთვის და სთავაზობს კლიენტებს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ DAIKIN-ის სისტემებს — საცხოვრებელი, კომერციული და სამრეწველო პროექტებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები