მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Airbnb და პარიზის Louvre-ის ერთობლივი შეთავაზება - "ერთი ღამე მუზეუმში"

5ca8644bb22ee
მარიამ ადამია
07.04.19 00:10
1085
ღამე ლუვრის მუზეუმში, ვახშამი მონა ლიზას ნახატთან და ინდივიდუალური ტური გიდთან ერთად - ერთი შეხედვით არარეალური ოცნება, რეალობად Airbnb-მ გადააქცია და პარიზის ლუვრის მუზეუმთან კოლაბორაციის შედეგად, კულტურისა და ხელოვნების მოყვარულ ადამიანებს, ისტორიაში პირველად, შანსი მიეცათ, ერთი ღამე მუზეუმში, შუშის პირამიდის ქვეშ გაატარონ.

Insider-ის ინფორმაციით, მუზუმის ცნობილი პირამიდის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლუვრმა Airbnb-ს შესთავაზა, მომხმარებელს ცნობილ ნაგებობაში ერთი საღამოს გასატარებლად მოგების შანსი მისცეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორგანიზება გაუწიონ საღამოს, რის შედეგადაც წყვილი ცნობილ მუზეუმში ღამის გატარებას შეძლებს. წყვილისთვის სპეციალური საძინებელიც მოეწყობა, რომლის ხედიც,პირდაპირ მონა ლიზას ნახატს უყურებს.

ვისაც კონკურსში მონაწილეობის მიღება სურს, პირობები ასეთია: airbnb-ის მომხმარებელი, საფრანგეთის დროით 12 აპრილის 11:59 საათამდე უნდა ეწვიოს ვებ გვერდს შემდეგ ლინკზე: https://www.airbnb.com/b/louvre?fbclid=IwAR3dc_Mprfm5xlSFlB3iJesRtKyG-Ui9noRq1UHVN4Cckx5J4jHup1xJ_f8  და რამდენიმე სიტყვით ახსნას, რატომ იქნება ის მონა ლიზას იდეალური სტუმარი. გამარჯვებულს კი, 30 აპრილს, მხოლოდ ერთი ღამით, მეწყვილესთან ერთად შესაძლებლობა ექნება, მხოლოდ ერთი ღამით დაუვიწყარი დრო გაატაროს პარიზის ლუვრის მუზეუმში - ივახშმოს, ისადილოს, კულტურისა და ხელოვნების სამყაროში დააგემოვნოს შეფ მზარეულის მიერ მომზადებული კერძები და დაესწროს სპეციალურად იღბლიანი სტუმრებისთვის, ნაპოლეონ მესამის ოთახში მოწყობილ კონცერტს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები