მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb-ი 5 მსურველს მცირე ხნით ბაჰამის კუნძულებზე დაასაქმებს

5e39b546145c0
მარიამ ადამია
04.02.20 23:40
1259
Airbnb-სა და ბაჰამის კუნძულების ეროვნული ფონდის გადაწყვეტილებით, რომელიც ჯამში 32 ეროვნულ პარკს ფლობს და მართავს, 5 ადამიანი, ბაჰამის კუნძულებზე აპრილი-მაისის პერიოდში სამუშაოდ გაიგზავნება. ვაკანსიის მიხედვით, დასაქმებულები ყოველდღიურ რეჟიმში უნდა დაეხმარონ ადგილობრივებს მარჯნის რიფების გადარჩენასა და სხვადასხვა მეურნეობის განვითარებაში.

ხუთი იღბლიანი ადამიანი, რომელიც მზად არის შეცვალოს ცხოვრება, შეავსებს სააპლიკაციო ფორმას, შერჩეულები კი ორი თვის განმავლობაში იცხოვრებენ ოაზისში და იმუშავებენ ქარიშხლების შედეგად დაზიანებული შენობების, ბუნებისა და რიფების აღდგენაში.

ამ ნაბიჯით, ბაჰამების ადმინისტრაცია, ხაზს უსვამს და აგზავნის მთავარ მესიჯს მსოფლიოში, რომ ტერიტორია ღიაა ბიზნესისთვის და მიზნად ისახავს მეტი ინვესტორის მიზიდვას. ასევე ამ გზით შესაძლებელია მეტი ტურისტის მიზიდვა და დაინტერესება ბაჰამური ცხოვრების სტილითა და განსხვავებული ატრაქციებით, რაც შესაბამისად აისახება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზეც.

პროგრამაში მონაწილეები იმუშავებენ ექსპერტებთან და წყალქვეშა ფოტოგრაფებთან ერთად და ააშენებენ ახალ თავშესაფარს რიფებისთვის, რომელიც მათ ზრდასა და გამრავლებას შეუწყობს ხელს. ასევე დროს დაუთმობენ ზღვისა და სანაპიროების ეკოსისტემას.

ამგვარად, საკუთარი თავის ამ მიმართულების გამოცდის საშუალება ეძლევა ყველას, მთავარია დაარწმუნით ადმინისტრაცია, რომ ეს საქმე თქვენ გაინტერესებთ და საჭირო კანდიდატი ხართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები