ბინების გაქირავების პლატფორმა Airbnb მესამე კვარტალის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალი $3,40 მილიარდია, ხოლო მოგება თითო აქციაზე - $6,63. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
კომპანიის წმინდა შემოსავალი საშემოსავლო გადასახადის ერთჯერადი შეღავათების ჩათვლით, $4,37 მილიარდს შეადგენდა, ამ ერთჯერადი სარგებლის გამოკლებით, კომპანიამ კვარტალური წმინდა შემოსავალი $1,61 მილიარდია, მაშინ როდესაც წინა კვარტალში ეს რიცხვი $1,21 მილიარდს შეადგენდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი შემოსავალი წელიწადში 18%-ით გაიზარდა.
ამასთან, კომპანია მეოთხე კვარტალთან დაკავშირებით პროგნოზს აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის შემოსავალი $2,13-დან $2,17 მილიარდ დოლარამდე იქნება, რაც 12%-იდან 14%-მდე წლიურ ზრდას ნიშნავს. ეს რიცხვი ანალიტიკოსების ვარაუდზე დაბალია, მათი ვარაუდით კომპანიის შემოსავალი მეოთხე კვარტალში $2,18 მილიარდია.
„მეოთხე კვარტალში უფრო დიდ ცვლილებას ვხედავთ და ყურადღებით ვაკვირდებით მაკროეკონომიკურ ტენდენციებს და გეოპოლიტიკურ კონფლიქტებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მოგზაურობის მოთხოვნაზე“, - ნათქვამია კომპანიის წერილში აქციონერებისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, 10 ოქტომბერს კომპანიის მესამე კვარტალის შედეგების გამოცხადების შემდეგ, Airbnb-ს აქციები ფასები 3%-ით დაეცა.