Airbnb -ზე აქტიური განცხადებების რაოდენობა იზრდება. ამ დროისათვის ბინების გაქირავების საიტზე საქართველოდან 50 ათასამდე აქტიური განცხადებაა, მათ შორის 18 ათასამდე აქტიური განცხადებაა თბილისიდან, ხოლო 20 000-მდე ბათუმიდან. როგორია მოთხოვნა ბინების მოკლევადიანი დაქირავების სერვისზე, როგორია დატვირთულობის კოეფიციენტი და როგორ ვითარდება ბაზარი საქართველოში განთავსების ობიექტების ზრდის ფონზე?