მთავრობამ რუსთაველის გამზირზე საპრივატიზაციოდ გამოტანილი ობიექტი გაყიდა. რუსთაველის გამზირზე N28-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის ბოლო სართული ელექტრონულ აუქციონზე 2 მილიონ 660 ათას ლარად გასხვისდა.
ფართი კომპანია „აირზენას“ დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა იყიდა.
უძრავი ქონება სახელმწიფო ოპერის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს და 1025,34 კვ.მ. ფართს მოიცავს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო შენობის მეოთხე სართულსაც ყიდის.

























