მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აისახება თუ არა ლარის გაუფასურება მედიკამენტების ფასზე?

5ce6e6887c979
ელენე გოგბერაშვილი
24.05.19 09:50
658
"დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურება მედიკამენტების ფასზე უახლოესი 3 თვის განმავლობაში არ აისახება", – ამის შესახებ bm.ge-თან ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი ირინა ჭელიძე აცხადებს.

მათი თქმით, კომპანიებს 3 თვის მარაგები გააჩნიათ, შესაბამისად ფასები ლარის გაუფასურების პარალელურად მხოლოდ მას შემდეგ დაკორექტირდება, რაც მარაგები ამოიწურება.

ფარმაცევტულ კომპანიებს კონტრაქტები აქვთ როგორც დოლარში, ისე ევროში. ორივე ვალუტის მიმართ ლარი ბოლო პერიოდში გაუფასურების მაღალ ნიშნულზეა.

ლარის გაუფასურების ახალი ტალღის დაწყებამდე, კურსთაშორის სხვაობის გამო, სააფთიაქო ქსელებში, როგორც კომპანიებში აცხადებდნენ, წამლებზე ფასმა მხოლოდ 5-7 თეთრის ფარგლებში მოიმატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები