მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AISI COIN-ით ანგარიშსწორება Helium Resto-Bar and Sushi Lounge -შიც იქნება შესაძლებელი

5bd2acb4d645a
BM.GE
26.10.18 09:55
1500
27 ოქტომბრიდან AISI COIN-ით ანგარიშსწორება Helium Resto-Bar and Sushi Lounge -შიც იქნება შესაძლებელი. ორგანიზაციის დამფუძნებლები თვლიან, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ იქნება გადადგმული.

„მიხარია, რომ ბიზნესსექტორი გამოთქვამს მზაობას, ფეხი აუწყოს ციფრულ ეკონომიკას. ჰელიუმი რიგით მეხუთე ობიექტია, რომელმაც გადაწყვიტა, ქართული კრიპტოვალუტა გადახდის საშუალებად მიიღოს. იცით, ალბათ, რომ AISI Coin უკვე რამდენიმე კვირაა Waves Platform DEX - ზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირებს უკვე აქვთ მისი ყიდვა/გაყიდვის ან/და სასურველ კრიპტოვალუტაში გადაცვლის შესაძლებლობა. აისი კოინის დამკვიდრება ქართულ ყოფით რეალობაში კი ნიშნავს მეტს ინოვაციას, მეტ სარგებელს, მეტ კმაყოფილ მომხმარებელს და ა.შ. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ისეთ ობიექტებთან, როგორიცაა რესტორანი „საბატონი“ და კომპანიები: „ტუსკაძე და პარტნიორები“, Geo Dental Lab, „იდეების ფორმულა“. იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორების რაოდენობა უახლოეს მომავალში კიდევ მეტად გაიზრდება“ - აცხადებს Luna Group-ის დამფუძნებელი, გიორგი შერვაშიძე.

კრიპტოვალუტას და ბლოკჩეინ სისტემას ინოვაციურს და საჭიროს უწოდებს Helium Resto-Bar and Sushi Lounge -ის მმართველი მენეჯერი, დავით ქარსელაძე.

„ეს არის მომავალი და ჩვენ ფეხს ვუწყობთ მას. ვფიქრობთ, რომ გადახდის მრავალი ფორმის არსებობა, იქნება ეს საბანკო, ქეში თუ კრიპტოვალუტა, ნიშნავს უფრო მეტ კმაყოფილ მომხმარებელს, რაც ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზაციისთვის. აისი კოინის შემთხვევაში, ხაზგასასმელია ტრანზაქციის სიჩქარეც. თუ საბანკო სისტემას 2-3 დღე სჭირდება თანხის ანგარიშზე დასასმელად, კრიპტოვალუტის შემთხვევაში, ეს პრობლემა სრულად იხსნება. გარდა ამისა, მას არ გააჩნია გადახდის საკომისიო და ესეც, თავის მხრივ, დიდი კომფორტია.“ - აღნიშნა დავით ქარსელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები