მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აიტექნიკსი“ - ახალი კომპანია სინერჯის პორტფელში

617c0ded6b81d
BM.GE
29.10.21 19:04
844
კაპიტალის ზრდის კომპანია „სინერჯიმ“ პორტფელში კიდევ ერთი ახალი კომპანია - „აიტექნიკსი“ დაიმატა. პარტნიორობას ხელი ცოტა ხნის წინ მოეწერა.

„აიტექნიკსი“ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია „Apple“-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, სტატუსით „Apple”-ის ავტორიზებული გამყიდველი. ამჟამად აქვს 4 ფილიალი, მათ შორის ერთი მაღაზია ბათუმში და ასევე სერვისცენტრი თბილისში.

„მთავარი მოტივაცია, რის გამოც „სინერჯისთან“ პარტნიორობის გადაწყვეტილება მივიღეთ, არის ის, რომ „აიტექნიკსი“ გახდეს მოწინავე კომპანია ქართულ ბაზარზე, შექმნას უმაღლესი სტანდარტების მქონე მომსახურება და სერვისი და განაგრძოს მომხმარებლებზე ზრუნვა. ვფიქრობთ, რომ „სინერჯი“ თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ჩვენს კომპანიას დაეხმარება მიზნების მიღწევაში, გაფართოებაში, კაპიტალისა და კომპანიის ღირებულის ზრდაში“, - ამბობენ iTechnics-ში.

ამ ეტაპიდან „აიტექნიკსმა“ შეიძინა წილობრივი პარტნიორი „სინერჯის“ სახით, კომპანიის სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაში.

„მნიშვნელოვან ზრდის პოტენციალს ვხედავთ როგორც ასორტიმენტის გაფართოებაში, ისე ქსელის და დისტანციური გაყიდვების არხების განვითარებაში“, - ამბობენ "სინერჯიში".

სინერჯის არის კაპიტალის ზრდის კომპანია, რომელიც ყიდულობს 20%-იდან 50%-მდე წილს ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებში და სტრატეგიულ-ორგანიზაციული განვითარებითა და საჭიროებისას კაპიტალის დამატებით, უზრდის მათ ღირებულებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები