გუშინ დილიდან, რამდენიმე უნივერსიტეტმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა. სიაში ჯამში 38 კერძო და საჯარო უნივერსიტეტია, რომელთაც ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მათთვის მიუღებელია ფაქტი, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ხელმომწერებს შორის არ არის 11 უნივერსიტეტი და მათ შორის ერთ-ერთია სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას.სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. წერია განცხადებაში, რომელიც სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა გაავრცელა.უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 20 მაისამდე, საბაუნიში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
სტუმარი: დიმიტრი გეგენავა - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი;