მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აკაკი ცომაია: ცხადია, სურთ ხაზარაძის ჩამოშორება ანაკლიის პროექტიდან

5cadb72a04595
სალომე მეცხვარიშვილი
10.04.19 13:27
800
ცხადია, სურთ ხაზარაძის ჩამოშორება ანაკლიის პროექტიდან,- ამის შესახებ bm.ge-ს ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ განუცხადა.

ცომაია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს აფასებს, სადაც ივანიშვილმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა. ცომაია აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა ანაკლიის პორტზე საკუთარი ინტერესი დაადასტურა.

“ხელისუფლების მოქმედებები ცალსახად ეწინააღმდეგება ანაკლიის პორტის განვითარების საკითხებს და ხელს უშლის მის განვითარებას პერსპექტივაში. თავად ფაქტები მეტყველებენ და ხელისუფლების ის კონკრეტული ნაბიჯები, რასაც დგამს ხაზარაძის მიმართ. რთულია კონკრეტული ინტერვიუს მიხედვით განოიტანო დასკვნები, მით უფრო, რომ ძალიან გაუგებრად საუბრობს ბიძინა ივანიშვილი. რთულია შინაარსის გამოტანა, რა უნდა ან რას გულისხმობს. ფაქტია, რომ ის აფიქსირებს ინტერესს ამ პორტის მიმართ და როგორც ჩანს, ის ადრეც აფიქსირებდა ამ ინტერესს და ის აღიარებს, რომ მიმდინარე პროცესები ხაზარაძესთან დაკავშირებით უშუალოდ არის კავშირში ანაკლიის პორტთან.

ორკესტრირებული კამპანია თიბისის წინააღმდეგ და ხაზარაძის წინააღმდეგ დაკავშირებულია ანაკლიის პორტთან.

გამომდინარე იმ მოქმედებებიდან, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, გამომდინარე ინფრასტრუქტურის მინისტრის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან, ცხადია, სურთ ხაზარაძის ჩამოშორება ამ პროექტიდან და ამისთვის მიმართავენ ბინძურ ქმედებებს”,- აცხადებს აკაკი ცომაია.

შეგახსენებთ, გუშინ ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის 70 მილიონს ჩუქნიდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები