"დღეს სახელმწიფო სიგარეტით გამოწვეული დავადებების მკურნალობაზე 700 მილიონს ხარჯავს", - ამის შესახებ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, აკაკი ზოიძემ, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის სოციაკური და ეკონომიკური ეფექტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, თამბაქოს ინდუსტრიის საბიუჯეტო შემოსავლები ბევრად ნაკლებია, ვიდრე თამბაქოს წევით გამოწვეული ზიანი.
ზოიძე ამბობს, რომ კერძო სექტორის განცხადება საბიუჯეტო შემოსავლების 8%-ის გენერირებასთან დაკავშირებით, გადაჭარბებული ციფრია. მისი თქმით, მომატებული აქციზის პირობებში, ეს ციფრი 450 მილიონი ლარია.
"დამატებით დღგ-სა და სხვა ბიზნესებიდან მოგების შემოსავლების გათვალისიწნებით ეს ციფრი შეიძლება იყოს 700-800 მილიონი ლარი. 2 წლის მერე გვაქ იმედი, რომ 1%-ით შემცირდება მწეველთა რაოდენობა წელიწადში. შედეგად საბიუჯეტო შემოსავლების კლება არ არის გათვალისწინებული. არის 34 მილიონი ლარი, რომელსაც ინდუსტრია რეკლამის განთავსებაში, სპონსორობაში აკეთებს ინვესტორებას, ეს თანხები ნელნელა შემცირდება. 1-2 წელიწადში მცირე მასშტაბით შემცირდებ როგორც ეკონომიკური ისე საბიუჯეტო შემოსავალი. დღეს 700 მილიონს ხარჯავს სახელწიფო სიგარეტით გამოწვეული დავადებების მკურნალობაზე. გაეროს ფონდის ანგარიშით, 74 მილიონამდეა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან დანახარჯი. ამას გარდა, არაპირდაპირი ეკონომიკური ზარალი 500 მილიონი ლარი გახლავთ", - აცხადებს აკაკი ზოიძე.

























