მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აკაკი ზოიძე: შრომის უსაფრთხოების კუთხით, აღსრულების ნაწილი გასაუმჯობესებელია

5ca4bfe85d24d
ლევან თაღიაშვილი
03.04.19 18:25
621
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, "მხოლოდ შრომის ინსპექცია ვერ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ 90,000 ობიექტი აკონტროლოს.

გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარემ "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოებაში აღსრულების ნაწილი გასაუმჯობესებელია.

„ჩვენნაირი ქვეყნისთვის დაახლოებით, 90 შრომის ინსპექტორია რეკომენდირებული, ახლა 40 გვყავს. თუმცა ამის გაუმჯობესების შემთხვევაშიც, მხოლოდ შრომის ინსპექცია ვერ იქნება საკმარისი 90 000 ობიექტის თუ იურიდიული პირის გასაკონტროლებლად. ამ კანონის აღსრულების კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც - დასავლეთში. უნდა მოხდეს პასუხისმგებლობის გაცნობიერება და მისი მკაცრი აღსრულება",  - აცხადებს ზოიძე.

მისი თქმით, ამ პასუხისმგებლობის გააზრება როგორც - დასაქმებულების, ასევე დამსაქმებლების მხრიდან უნდა მოხდეს;

"წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი მიღწეული ვერ იქნება", - აღნიშნა მან. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები