პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე სათამაშო ბიზნესის ასოციაციის თხოვნას გამოეხმაურა. სათამაშო ბიზნესის ასოციაცია საქართველოს პარლამენტს თხოვნით მიმართავს, ცვლილება შეიტანოს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში და იმ გამონაკლისების ჩამონათვალში, სადაც სიგარეტის მოწევა დაშვებულია, სამორინის ნაცვლად ჩაიწეროს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილი.
"ეს დისკუსია ჩვენ ერთი წლის წინ გვქონდა, მაშინაც ითხოვდნენ სხვა სათამაშო ბიზნესის წარმოადგენლები გამონაკლისის დაშვებას, მაგრამ ძალიან მარტივ რამეს გეტყვით, შეიძლება დადგა ერთი სლოტ მანქანა რესტორანში, დაარქვა მას სლოტ კლუბი და დაუშვა მოწევა. ეს ჩვენთვის იქნებოდ ძალიან დიდი სისუსტე. კაზინოს შემთხვევაში ლიცენზიას 5 მილიონი სჭირდება. ეს არის მთავარი ბარიერი. ჩვენ მეთვალყურეობას ვაწარმოებთ ამ კანონის აღსრულებაზე, შესაბამისად რეგულარულად გვექნება ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს აღსრულება, რა ეფექტი გააჩნია და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ", - განაცხადა აკაკი ზოიძემ „საქმის კურსის“ ეთერში.