ახალ გუდაურში გონდოლამდე მისასვლელი გზის აღდგენისთვის ბიუჯეტიდან 860 596 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ მთავრობის მიერ 30 ივლისით დათარიღებული 1210-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომლის მიხედვითაც, მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული თანხის გამოყოფა დაავალა.
„მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრიდან ახალ გუდაურში გონდოლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია-მშენებლობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დუშეთის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 860 596 ლარი“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.




























