მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალ ტარიფს ღია და გამჭვირვალე ადმინისტრაციული წარმოების წესით დავადგენთ - ნარმანია

ნარმანია

სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ სემეკი უახლოეს მომავალში ელექტროენერგიის ახალ ტარიფზე იმსჯელებს.

„მარტის ბოლომდე ელექტროენერგეტიკის სექტორში დროებითი ტარიფი მოქმედებს. გარკვეული გაურკვევლობების გამო, მარეგულირებელმა კომისიამ თავის დროზე დროებითი ტარიფები დაადგინა. ამჟამად უკვე ცნობილია ელექტროენერგიის ბალანსი და სხვადასხვა ობიექტიდან მოსალოდნელი გენერაციის მოცულობა. შესაბამისად, როდესაც დროებითი ტარიფის ვადა ამოიწურება, კომისია იმსჯელებს და ახალ ტარიფს დაადგენს. ტარიფის განსაზღვრაზე შესაბამისი დეპარტამენტი უკვე მუშაობს. რაც შეეხება მარეგულირებელ აუდიტს, ყველა კომპანიაში შემოწმება დასრულებულია და ამ კუთხით სიახლე არ არის. წინა პერიოდების მსგავსად, ახალ ტარიფს ღია და გამჭვირვალე ადმინისტრაციული წარმოების წესით დავადგენთ", - ამბობს ნარმანია და ამატებს, რომ ჯერჯერობით კომპანიებს საინვესტიციო გეგმები არ შეუცლიათ.

გასული წლის ბოლოს ნარმანიამ განაცხადა, რომ დენის ტარიფის ზრდა იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით ტარიფის გადახედვა სამი თვით დაპაუზდა. მანამდე "ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ შეხვდებოდა სექტორის წარმომადგენლების, რომ დენის ტარიფი არ გაზრდილიყო. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფს სემეკი ხუთი წლით ადგენს კომპანიების საინვესტიციო და სხვა სახის ხარჯების გათვალისწინებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები