მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალ წელს, 100%-ით ვართ დატვირთული - "ბიოლი"

BIOLI

ახალ წელს, თითქმის 100%-ით ვართ დატვირთული, - ამის შესახებ ველნეს კურორტის „ბიოლის” დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე BM.GE-სთან ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, დატვირთვა ძირითადად არა სამკურნალო, არამედ გასართობ აქტივობებს უკავშირდება.

ცნობისთვის, „ბიოლი“, რომელიც ბაზარზე უკვე 20 წელია ფუნქციონირებს და სამკურნალო-გაჯანსაღებელ მიმართულებაზეა ორიენტირებული, მაღალ გადახდისუნარიან მომხმარებელზეა გათვლილი. ამიტომაც, როგორ წესი, წლიურად კურორტის ძირითადი სტუმრები უცხოელები არიან, მათ შორის არაბული ქვეყნებიდან, ხოლო ადგილობრივი სტუმრები აქ ძირითადად გართობის მიზნით დადიან.

"ახალ წელს ჩვენი კომპლექსი 100%-ით არის დატვირთული, თუმცა ეს დატვირთვა არა სამკურნალო პროცედურების ჩატარებას, არამედ გასართობ აქტივობას ეფუძნება. გვაქვს ძალიან კარგი ხედი, საიდანაც ფოიერვერკების სანახაობა კარგად ჩანს. ასევე, გვაქვს რესტორანიც.

საერთოდ, ველნესი ისეთი სფეროა, რომლითაც მაღალ გადამხდელუნარიანი ადამიანები ინტერესდებიან. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ ცხოვრებაში, ჯანმრთელობის ფასი იციან და მიდიან ამათუ იმ ქვეყანაში კურორტებზე, სადაც ორგანიზმს იჯანსაღებენ და ჯანმრთელობის რესურსებს იუმჯობესებენ“, - აცხადებს თამაზ მჭედლიძე.

მისივე განმარტებით, კურორტი დატვირთულია იანვრის პირველ ნახევარშიც, ხოლო შემდეგ პერიოდებში - მარტამდე, კლების ტენდენცია დაფიქსირდება, რაც ყოველწლიური ტენდენციაა. მარტიდან კ კურორტზე კვლავ აღმავალი ტენდენციაა ხოლმე. გამონაკლისს არც წელს არ ელოდებიან.

ცნობისთვის, BOOKING.COM-ის მიხედვით, ახალი წლის პერიოდში, მაგალითად, 31 დეკემბერი - 1 იანვრის ჯავშანი, ანუ 1 ღამით 2 პერსონის განთავსება "ბიოლში" 1 800 ლარამდე ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები