მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალ ზელანდიაში ახალი თაობისთვის მოწევაზე აკრძალვა გაუქმდა - მიზეზები

ახალი ზელანდია

ახალი ზელანდია ახალი თაობისთვის მოწევის სრული აკრძალვის რეგულაციის გაუქმებას გეგმავს - ამის შესახებ ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა კრისტოფერ ლუქსონმა განაცხადა. ლუქსონის განმარტებით ამჟამად მთავრობის პრიორიტეტს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ინფლაციის შემცირებაა.

შეზღუდვის თანახმად, რომელიც 2022 წელს ქვეყნის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდენმა წარადგინა, 2008 წლის შემდგომ დაბადებული პირები ლეგალურად თამბაქოს პროდუქტებს ვეღარასდროს შეიძენდნენ. ინიციატივა ასევე ითვალისწინებდა თამბაქოს პროდუქტებში ნიკოტინის მაქსიმალური შემცველობის შემცირებას. ასევე თამბაქოს რეალიზაციის ლიცენზიის მქონე მაღაზიების რიცხვის 6 ათასიდან 600-მდე შემცირებას.

თუმცა, ახალი პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს აკრძალვა “შავი ბაზრის გაჩენის საშიშროებას ზრდის", ამიტომაც ის დაუბეგრავი ეკონომიკის მასშტაბებს წაახალისებდა.

ჟურნალ Time-ის თანახმად, თამბაქოს მოხმარებასთან ასოცირებული დაავადებები ახალ ზელანდიაში 5 ათასამდე ადამიანის გარდაცვალებას იწვევს ყოველწლიურად, შესაბამისად წინა ხელისუფლების მიერ მომზადებული ინიციატივა არაგადამდებ დაავადებათა ტვირთს შემცირებისკენ იყო მიმართული. ამასთან, გამოცემის თანახმად, ახალ ზელანდიაში სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აბორიგენული მაორის წარმოშობის პირებშია და ის 19%-ს აღწევს.

ახალ ზელანდიაში მიღებული კანონი პირველი იყო გლობალური მასშტაბით, რომელიც სიგარეტის მოხმარებაზე კონკრეტული თაობისთვის ერთიან აკრძალვას ითვალისწინებდა. თუმცა, აღნიშნული ინიციატივა ამოქმედებამდე გაუქმდა.

საგულისხმოა ფაქტი, რომ 2024 წლის ოქტომბერში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა მსგავსი ინიციატივა დაანონსა, რაც 2009 წლის შემდგომ დაბადებული პირებისთვის სიგარეტის მიყიდვის აკრძალვას ითვალისწინებს. Time-ის თანახმად, ახალ ზელანდიაში ამ რეფორმის გაუქმების მიუხედავად, ბრიტანეთის მთავრობა მის განხორციელებას მართლაც განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები