მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალგაზრდების მარშრუტი: უზენაესი სასამართლო - “ოცნების” ოფისი - ევროპის მოედანი

აქცია

არა რუსულ კანონს - ამ მოთხოვნით შეკრებილი ახალგაზრდების მარშრუტი ცნობილია - უზენაესი სასამართლო - “ოცნების” ოფისი და ბოლოს, სიმბოლურად ევროპის მოედანი.

აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს! კი ევროპას”.”არა ოფშორულ კანონს”.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, აქცია გაგრძელდება იქამდე, ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მმართველი გუნდი უკან არ გაიწვევს.

, „ქართული ოცნების“ ინიცირებული „რუსული კანონის“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი - „არა რუსულ კანონს“ 15 აპრილიდან დაიწყო და პერმანენტულად გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები