მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალგაზრდების პროტესტის ფონზე მადაგასკარის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

GenZ

მადაგასკარში ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციები გრძელდება. ათობით ათასი ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილიც GenZ-ს წარმოადგენს, ქვეყნის მასშტაბით დენისა და წყლის გრაფიკით მიწოდებას და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არარსებობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი სახელმწიფო სერვისების ადმინისტრაციასთან იკრიბება და პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგმომას მოითხოვს. “Leo” არის სიტყვა, რომელიც მადაგასკარში მიმდინარე პროტესტის სიმბოლოდ იქცა და ითარგმნება როგორც “უკვე ყელში ამოგვივიდა”.

მადაგასკარის პრეზიდენტმა, ანდრე რაჟოელინამ პროტესტის მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მთავრობა დაითხოვა. პარალელურად კი დედაქალაქის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოაცხადა. აქციის ორგანიზატორების შეფასებით, მთავრობის დათმობაზე მნიშვნელოვანი რეალური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტ რაჟოელინას გადაწყვეტილება მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება იქნება და რეალურ გამოწვევას გადაუჭრელს დატოვებს.

ცნობისთვის, მადაგასკარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა, სადაც მოსახლეობის 3/4 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები