მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალგაზრდობის პროტესტი მაროკოში მე-4 დღეა გრძელდება

მაროკო

ჩრდილოეთ აფრიკულ ქვეყანაში, მაროკოში ახალგაზრდების მიერ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მე-4 დღეს დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. აქციის მონაწილეებმა მთავრობის სასახლესა და სხვა ადმინისტრაციულ დაწესებულებებს ალყა შემოარტყეს. ისინი უკეთეს ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდას ითხოვენ.

პროტესტის ჩასაცხრობად მაროკოს ხელისუფლებამ შეტაკებების არეალში ინტერნეტი გათიშა და ადგილზე უსაფრთხოების დამატებითი ძალები გაგზავნა. ცნობისთვის, მაროკოში ახალგაზრდობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელსა და უთანასწორობას აპროტესტებს და ხელისუფლებისაგან მოითხოვს, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რათა მათი ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები