განათლების და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტო დაემატება და სამინისტროს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო გახდება. როგორც მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, მთავრობაზე გადაწყდა, რომ საკითხს პარლამენტი დაჩქარებულად, წელსვე განიხილავს, ხოლო ძალაში შევა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან.
„დღეს მთავრობამ განიხილა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან ახალგაზრდობის სააგენტოს განათლების სამინისტროში გადმოტანის საკითხი. მთავრობაზე მსჯელობისას მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროში ჩვენ ისედაც გვაქვს კომპონენტები, სადაც განათლების და ახალგაზრდობის პოლიტიკას ისედაც მოვიცავთ, ამიტომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკის და შედეგად, ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული“, - განაცხადა მან.
მინისტრის თქმით, განათლების სამინისტრო უახლოეს მომავალში დაიწყებს იმ გეგმის განხორციელებას, რომელიც აქამდე საკმაოდ წარმატებით ხორციელდებოდა კულტურის და ახალგაზრდობის სამინისტროში.