მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი არჩევნების ჩატარებაზე ოპოზიციის განცხადებას მხარს ვუჭერთ. ასევე, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს - მიხალ ვავრიკიევიჩი

მიხალ ვავრიკიევიჩ

პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიკიევიჩმა მხარდაჭერა გამოხატა ქართული ოპოზიციის განცხადებების მიმართ, ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. ასევე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მან შესაბამისი განცხადება თბილისში, ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გააკეთა.

"სრულად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა. ამიტომ, მომავალში თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე ოპოზიციის განცხადებას მხარს ვუჭერთ და ასევე, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს საქართველოში",- განაცხადა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.

ევროკავშირის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე ევროპარლამენტარს კონკრეტული პასუხი არ აქვს და აღნიშნავს, რომ ეს ერთსულოვან გადაწყვეტილებას საჭიროებს. მან მხარდაჭერა გამოხატა აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ იმიტომ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სრულად მხარს ვუჭერთ. გვესმის, რომ ეს მკაფიო სიგნალია მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს და ეს ადამიანი რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმთან კავშირშია, რომელიც ცდილობდა გავლენა მოეხდინა საქართველოში არჩევნებზე და ამ ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარებას კვლავ ცდილობს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა, რომელიც საქართველოში ლიეტუველ კოლეგასთან ერთად იმყოფება.

ვიზიარებთ პოზიციას, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ზურაბიშვილს - დაინიუს ჟალიმასი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები