ქართულ-რუსული - საქართველოში ახალი ბიზნესასოციაცია დაფუძნდა. მისი ხელმძღვანელი ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძეა. “მეიდან ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი #BMG-სთან აცხადებს, რომ ასოციაციის მიზანი იქნება, იმ ბიზნესმენებს დაეხმაროს, რომლებიც რუსეთში ექსპორტით არიან დაკავებული. მისი თქმით, ასოციაციაში გაწევრიანების სურვილი როგორც საქართველოში, ისე რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენებმა გამოთქვეს. ასოციაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, „ბოლერო და კომპანიის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი ბექაურია. მისი კომპანია ღვინის მსხვილი მწარმოებელი და რუსეთში მსხვილი ექსპორტიორია. პარალელურად, კრემლიდან ისმის, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის მზად არიან. რას ნიშნავს ქართულ-რუსული ასოციაციის შექმნა და არის თუ არა ეს პოლიტიკურად ნაკარნახევი ნაბიჯი?
სტუმარი: ვალერი ჩეჩელაშვილი - სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი;