მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ  APP-ში

ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ  APP-ში
03.08.26 13:46
432

ვისოლიციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს და ერთგულ მომხმარებლებს აპლიკაციაში ახალ ფუნქციონალსავტო სივრცეს სთავაზობს, რომელიც მძღოლებს ავტომობილთან დაკავშირებული სერვისების ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ავტო სივრცეშიმძღოლები შეძლებენ ჯარიმების შესახებ ინფორმაციის მიღებას და მათ გადახდას, ჯარიმის ინციდენტის ვიდეო და ფოტო მასალის ნახვას, ტექ. დათვალიერების ვადების შემოწმებას და ავტომობილზე მორგებული ინდივიდუალური შეთავაზებების მიღებას.

ავტო სივრცეშიმომხმარებელს ერთდროულად რამდენიმე ავტომობილის დამატება შეუძლია. ავტომობილის დამატების შემდეგ მომხმარებელი ინფორმაციას ჯარიმების შესახებ მომენტალურად მიიღებს და გადასახდელი ჯარიმების შესახებ შემახსენებელი შეტყობინებიც მიუვა. უახლოეს პერიოდში ავტო სივრცეშიპარკირების ჯარიმების შესახებ ინფორმაციაც იქნება ხელმისაწვდომი.

ავტო სივრცე“ „ვისოლისაპლიკაციის განვითარების მორიგი ეტაპია. აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს უკვე სთავაზობს საწვავზე მნიშვნელოვან ფასდაკლებებს, ქულების დაგროვებას, სპეციალურ შეთავაზებებსა და სხვა ციფრულ სერვისებს, ეტაპობრივად იქცევა მძღოლებისთვის სრულფასოვან ციფრულ პლატფორმად, სადაც თავმოყრილია ავტომობილის მძღოლისთვის საჭირო ყველა სერვისი.

ვისოლისმარკეტინგის დირექტორის, ჯაბა ბოკუჩავას განცხადებით, ახალი ფუნქციონალი კომპანიის ციფრული განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. „„ვისოლისაპლიკაციის განვითარების მთავარი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ საწვავზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებები, არამედ ისეთი ციფრული სერვისები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გაამარტივებს. „ავტო სივრცესწორედ ამ ხედვის ნაწილიამძღოლს ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს ავტომობილთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მართოს საჯარო სერვისები და დაზოგოს დრო.

ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალშიავტო სივრცესკიდევ არაერთ ახალ ფუნქციას დავამატებთ და მომხმარებლებს ავტომობილის მოდელსა და მათ საჭიროებებზე მორგებულ პერსონალიზებულ შეთავაზებებს შევთავაზებთ. ჩვენი მიზანია, „ვისოლისაპლიკაცია გახდეს საქართველოში მძღოლებისთვის მთავარი ციფრული პლატფორმა, სადაც ისინი მიიღებენ ავტომობილთან დაკავშირებულ ყველა საჭირო სერვისსა და ყველაზე ღირებულ შეთავაზებებს.“ აცხადებს ჯაბა ბოკუჩავა.

დღესვისოლისაპლიკაცია ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს საქართველოში საწვავზე ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ლოიალობის პროგრამას, რომლის ფარგლებში ისინი ყოველდღიურად ზოგავენ საწვავის ხარჯს და სარგებლობენ ექსკლუზიური შეთავაზებებით. „ავტო სივრცისდამატებით, აპლიკაცია კიდევ უფრო ამყარებს პოზიციას, როგორც მძღოლებისთვის შექმნილი ერთიანი ციფრული ეკოსისტემა, რომელიც ვისოლთანერთადკეთილი მგზავრობისთვის ყველა საჭირო პირობას ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები