მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ბრენდები და შემოსავლების ზრდა - „პრემიერ მოტორსის“ 2023 წლის შედეგები და 2024 წლის გეგმები

პრემიერმოტორსი
09.02.24 12:15
434

ახალი ბრენდები, რეკორდული ზრდა, კერძო და სახელმწიფო ტენდერებში წარმატებული მონაწილეობა - სატვირთო ავტომობილების დილერი კომპანია “პრემიერ მოტორსი” 2023 წლის შედეგებით კმაყოფილია.

„პრემიერ მოტორსის“ 2023 წელი

„კომპანიის მთლიანი შემოსავალი წინა წლებთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. დიდწილად ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ ახალი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი გავხდით ამიერკავკასიაში“, - განაცხადა bm.ge-სთან წლის შეჯამებისას „პრემიერ მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა საბა ყავრელიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ წინა წლებთან შედარებით ყველაზე მეტი „ვოლვოს“ სატვირთო მანქანები გაყიდა, როგორც ადგილობრივ სამშენებლო და ინდუსტრიულ, ასევე საერთაშორისო გადაზიდვებით დაკავებულ კომპანიებზე.

„2023 წელს „პრემიერ მოტორსის“ წარმომადგენლობითი ბრენდების სია გაიზარდა და კომპანია გახდა ისეთი მსოფლიო და ევროპული პრემიუმ მწარმოებლების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, როგორებიც არის: „ვოლვოს“ ჯგუფში შემავალი ბრენდი VOLVO PENTA, რომელიც არის უშუალოდ „ვოლვოს“ ძრავების მწარმოებელი და გამოიყენება სახვა და სხვა სფეროში: საზღვაო კატერებში, იახტებში და კატარღებში. ასევე სამშენებლო მანქანებში და ინდუსტრიულ გენერატორებში. შვედური ბრენდი KALMAR-ი, რომელიც არის პიონერი და ინოვატორი საპორტო, სატერნიმალო ტექნიკის წარმოებაში.

ასევე, შვედური ბრენდი HIAB-ი, რომელიც არის გამომგონებელი სატვირთო ავტომობილზე დამონტაჟებული ამწე-მანიპულატორების. ტექნიკის საუკეთესო 5 მწარმოებელში შესული ბრენდი Dong Feng-ი, რომლის 45% წილის მფლობელი Volvo Truck Corporation არის.

ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ 2023 წელის „პრემიერ მოტორსი“ გახადა გერმანული ბრენდის - SHMITZ CARGOBULL-ის ოფიციალური სერვის პარტნიორი საქართველოს ტერიტორიაზე და მომხმარებლებს სთავაზობს ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო მომსახურებას.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თვითონ SHMITZ შემოვიდა საქართველოს ბაზარზე და „პრემიერ მოტორსის“ ოფისში გახსნა მათი პირდაპირი გაყიდვების წარმომადგენლობა, რომელიც დაფარავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

ასევე, ჩვენ წარმოვადგენთ ფრანგულ ბრენდს COFRAN-ი, რომელიც საცხებ-საპოხის ზეთების მწარმოებელია", - განაცხადა საბა ყავრელიშვილმა.

მისივე თქმით, გარდა საცალო გაყიდვების ბაზრისა, „პრემიერ მოტორსი“ კერძო და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობდა და 2023 წელი ამ მხრივაც განსაკუთრებით წარმატებული იყო.

„პრემიერ მოტორსი“, აქტიურად არის ჩართული როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ახალი დამატებული ბრენდ დონგ ფენგის 4 ერთეული გადაეცა საქართველოს მელიორაციას, სადაც ჩანაცვლდა ძველი ამორტიზებული სატვირთო მანქანები. ასევე კომპანიამ „ჰაიდელბერგ ბეტონის“ ტენდერში გაიმარჯვა და 9 ერთეული „ვოლვოს“ სამშენებლო სატვირთო მანქანები მივაწოდეთ", - ამბობს „პრემიერ მოტორსის“ გენერალური დირექტორი.

2023 წლის შეჯამებისას საბა ყავრელიშვილმა ქალაქ ფოთში, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილმდებარეობაა, ახალი სერვისცენტრის გახსნაც გამოყო.

„პრემიერ მოტორსის“ გეგმები

ახალი ბრენდების დამატება და არსებულ ბრენდებთან ერთად, პარტნიორი კომპანიებისთვის და მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზება - ასეთია კომპანიის სამომავლო გეგმები. „პრემიერ მოტორსი“ წელს გეგმავს ქალაქ სამტრედიაში ფილიალის გახსნას, სადაც სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გამოწვევები

გარდა მიღწევებისა, საბა ყავრელიშვილი სექტორში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს. მისი თქმით, მთავარი დაბრკოლება არის მეორად სატვირთო ავტომობილების თავისუფალი იმპორტი საქართველოში, რაც ახალი სატვირთოების გაყიდვას აფერხებს.

„ასევე, პრობლემა, რომელიც საქართველოში ფაქტობრივად ყველა სექტორისთვის ერთნაირად მწვავეა - კვალიფიციური კადრების დეფიციტი, უშუალოდ ტექნიკურ მხარეს; ჭირს ელექტრიკოსის და მექანიკოსის მოძიება. კომპანია ყველანაირად ხელს უწყობს პერსონალის გადამზადებას და ტრენინგს“, - აღნიშნა „პრემიერ მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები