"ჯი-თი მოტორსმა" DEFENDER-ის მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი დაუვიწყარი off-road ტური ჯავახეთში გამართა. ღონისძიებაში მონაწილეობა 100-ზე მეტმა DEFENDER-მა მიიღო. ღონისძიების მთავარი მიზანი, ავტომობილის სრული პოტენციალის აღმოჩენა, ჯავახეთის ბუნების გაცნობა და DEFENDER Community-ს გაფართოება იყო. დღის ბოლო კი უახლესი DEFENDER OCTA-ს ექსკლუზიური მოდელის წარდგენა მოხდა. ქართველი მომხმარებლებისთვის Pre-Production მოდელი, რამდენიმე დღით მხოლოდ ამ ღონისძიებაზე წარსადგენად ჩამოვიდა საქართველოში. "ჯითი მოტორსის" ინფორმაციით, DEFENDER OCTA ყველაზე სწრაფი და მძლავრი DEFENDER-ია რაც კი ოდესმე შექმნილა, რომელსაც მომხმარებლები გაყიდვაში სულ მალე იხილავენ.