ქართული სპორტის ინფრასტრუქტურა სრულიად ახალ, საერთაშორისო ეტაპზე გადადის. ქვეყნის სამ ქალაქში რუსთავში, თელავსა და წყალტუბოში, ევროპული კლასის მულტიფუნქციური არენების პროექტირება მიმდინარეობს. ეს არის უეფას უმაღლესი სტანდარტებით შექმნილი სივრცეები, რომლებზეც ქართულმა არქიტექტურული კომპანია „სტუდია 9“ ნიდერლანდელ ექსპერტებთან ერთად მუშაობს. როგორ ინერგება დასავლური პრაქტიკა ადგილობრივ ლანდშაფტში და როგორი იქნება მომავლის სტადიონები საქართველოში?






























