მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალი FDI დაბალ ნიშნულზე დარჩება, კაპიტალის გადინების რისკი გაიზრდება“ - რა საფრთხეებზე მიუთითებს Fitch Solutions-ი;

საქართველო სავაჭრო და საინვესტიციო რისკის ინდექსში 8 პოზიციით ჩამოქვეითდა. ამის შესახებ Fitch Ratings-ის შვილობილი კომპანია Fitch Solutions-ის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში სავაჭრო და საინვესტიციო რისკებს აფასებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ინვესტიციებზე, ვაჭრობასა და ფინანსურ დახმარებაზე საქართველო-ევროკავშირს შორის დაძაბულობა უარყოფითად აისახება და მოლოდინია, რომ საქართველოში ახალი ინვესტიციები დაბალ ნიშნულზე დარჩება. Fitch Solutions-ი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის რისკები მთლიანად პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, ნეგატიურ ფაქტორად ასევე დასახელებულია სანქციების გაღრმავების რისკები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები