ეკონომიკის რისკები მთლიანად პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, რადგან მთავრობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, რუსეთს უახლოვდება და შესაბამისად, ქვეყანას ევროპის მხრიდან სანქციების რისკის წინაშე აყენებს. ამის შესახებ Fitch Ratings-ის შვილობილი Fitch Solutions-ის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში სავაჭრო და საინვესტიციო რისკებს აფასებს. ანგარიშში წერია, რომ ინვესტიციებზე, ვაჭრობასა და ფინანსურ დახმარებაზე საქართველო-ევროკავშირს შორის დაძაბულობა უარყოფითად აისახება და მოლოდინია, რომ საქართველოში ახალი ინვესტიციები დაბალ ნიშნულზე დარჩება. ფინანსისტების შეფასებით კი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მსგავსი შეფასებები ისედაც შემცირებული ინვესტიციების ფონზე, ინვესტორებისთვის კიდევ ერთი ნეგატიური სიგნალია.