მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი გადასახადი ტანსაცმლის იმპორტზე - ბიზნესი მთავრობას მძიმე შედეგებზე აფრთხილებს

ბიზნესი მთავრობას ტანსაცმლის იმპორტის ახალი გადასახადის მძიმე შედეგებზე აფრთხილებს. 25 ნოემბრიდან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური 1 კილოგრამზე 3 ლარით განისაზღვრა, რაც აქამდე ფიქსირებულ 500 ლარს შეადგენდა. საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაციის შეფასებით, განბაჟების არაპროპორციულად დიდი თანხა ერთ ტვირთზე ხარჯს ათეულობით ათას ლარამდე ზრდის, რაც მძიმე ტვირთად დააწვება როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ისე მომხმარებელს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბის ფინანსური გავლენის მქონე რეგულაცია სექტორთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციისა და დიალოგის გარეშე იქნა მიღებული. რა გავლენა ექნება იმპორტის დაბეგვრის ახალ სისტემაზე გადასვლას სამომხმარებლო ბაზარზე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები