ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა, 2023 წლის დეკემბერში, წლიურად 12%-ით გაიზარდა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის დეკემბრის მომხმარებელთა დანახარჯების დინამიკის მიმოხილვაში წერია.
ამასთან, მიმოხილვის მიხედვით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა კლებას განაგრძობს და 2023 წლის დეკემბერში წლიურად 6%-ით შემცირდა.
გარდა ამისა, თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ დეკემბერში, როგორც ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა, ასევე, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა, წლიურად გაზრდილია. სასტუმროებში, როგორც უნაღდო დანახარჯები, ასევე, ტრანზაქციის საშუალო ზომა, გაზრდილია.
არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებიც მზარდია, თუმცა, ზრდა უფრო სუსტია, ვიდრე წინა სამი თვის განმავლობაში.