მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი კათალიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს გაიმართება

მეუფე შიო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს, სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართება.

ინტრონიზაციის თარიღი სრულიად საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ განსაზღვრა და გამოაცხადა.

არჩევნების შედეგად, ახალი პატრიარქი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო კათედრაზე შიო III-ის სახელით ავა. მისი სრული ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

შეგახსენებთ, ქართული სამოციქულო ეკლესია 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლას დღესასწაულობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები