მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი კლინიკა თბილისში - “ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი”

თბილისში, საბურთალოზე, ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება, 100 საწოლითაა წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სექტორისთვის მნიშვნელოვანი ახალი სტრატეგიული ობიექტი იქნება, კლინიკის ადგილმდებარეობა კი, მის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი „ვივო მედიქალ ჯგუფის“ ახალი წარმატებული პროექტია, რომლის დაგეგმარება და აღჭურვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელდა.

აქვე მცირედ ისტორიასაც შევახსენებ ჩვენს მაყურებლებს, ჟორდანიას ბრენდს ჯანმრთელობის სფეროში განვითარების 66-წლიანი ისტორია აქვს - წარმატებული კლინიკის ისტორია იოსებ ჟორდანიას სახელს უკავშირდება. მასზე საუბარი გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო როგორც ადამიანზე, რომელიც უამრავ ადამიანს უანგაროდ ეხმარებოდა და დღემდე გრძელდება, როგორც მოწინავე კლინიკის ფუძემდებელზე. ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით სპეციალიზებული სამედიცინო ცენტრია, რომლის ისტორიაც 1958 წლიდან იწყება. კლინიკის არსებობის განმავლობაში სისტემატურად ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, 2016 წლიდან კი, ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის VIVO Medical Group- ში გაერთიანების შემდეგ, კლინიკა სრულად განახლდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება.

სტუმარი: გიორგი ყიფიანი - "ვივო მედიქალ ჯგუფის" ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები