კომპანია „ჩირინამ“ თბილისში ქათმის ხორცპროდუქტების ახალი ქსელი „ბიუმარტი“ გახსნა. „პროდუქციის მაღალი ხარისხი, ფერმიდან სუფრამდე“ - ასეთია ქსელის კონცეფცია.
როგორც „ბიუმარტის“ მმართველი კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე გადაცემა "რედაქტ2"-ში აღნიშნავს, დედაქალაქში 10 ახალი მაღაზიით წარმოდგენილი "ბიუმარტი" მომხმარებელს „ბიუ-ბიუს“ ნედლი ქათმის ხორცით დამზადებულ ქათმის ხორცპროდუქტებს და სხვა პროდუქტებს სთავაზობთ.
„ბიუმარტში“ წარმოდგენილი იქნება როგორც ქათმის ნედლი ხორცი, ასევე ქათმის ხორცპროდუქტები, რომელსაც ჩვენს საწარმოში ვაწარმოებთ. მაღაზიაში მოსულ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს. თითოეული მაღაზიის რემონტისა და მოწყობისთვის დაახლოებით 300-400 ათასი ლარის ინვესტიცია ჩავდეთ“, - აღნიშნავს რევაზ ვაშაკიძე და ქსელის განვითარებაზე საუბრობს:
„იმედი მაქვს, რომ თბილისის შემდეგ, სულ მალე მაღაზიებს რეგიონებშიც გავხსნით. ვფიქრობ, პირველი რეგიონი აჭარა, კონკრეტულად კი ბათუმი იქნება, რადგან იქ მოთხოვნა მაღალია“.