მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალი მაღაზია, ჩაი პაკეტებით" - როგორ დაასრულა 2023 და რა გეგმები აქვს "კონას" მიმდინარე წელს?

კონა

ახალი მაღაზია, ჩაის პაკეტების გამოშვება - სწორედ ეს იყო ორი დიდი სიახლე, რომლითაც გასული წელი დავასრულეთ, - ამის შესახებ bm.ge-ის კომპანია „კონას“ დამფუძნებელმა, ნატალია ფარცხალაძემ განუცხადა.

„გასული წლის ყველაზე კარგი ამბავი ის არის, რომ ბაზარში ორბელიანზე მაღაზია გავხსენით. პატარა დახლით დავიწყეთ და წელს უკვე ლამაზი და კარგი მაღაზია გვაქვს. გაყიდვების მაჩვენებელი განსაკუთრებით არ შეცვლილა, კაპიკებში არც შემიდარებია, მაგრამ დიდი დინამიკა არც არის. კონტექსტის და ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ძალიან ცუდიც არ არის ეს. მოთხოვნა არ შემცირებულა, უბრალოდ დაიკლო მოქალაქეების მსყიდველუნარიანობამ. მე არ ვიცი რა ციფრებს ვუჯერებთ, მაგრამ მე ჩემი სტატისტიკა მაქვს მომხმარებლის მსყიდველუნარიანობაზე. ჩემი მომხმარებელი გვეუბნება, რომ ინფლაციის გამო თუ ადრე ყიდულობდა 5 კოლოფ ჩაის, დღეს ყიდულობს ორს. ჩემთან ადგილობრივმა მომხმარებელმა იყო და ჩამოსულმა იმატა. ეს კარგი არ არის, რადგან „კონა“ გათვლილია სრულად ქართველ მომხმარებელზე“, - თქვა მან.

ნატალია ფარცხალაძე გაყიდვების განსაკუთრებულად არ გაზრდის მიზეზად რამდენიმე პრობლემას ასახელებს: ქსელური მარკეტების ნაწილის მოთხოვნა რეალიზაციაზე პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით, იმპორტირებული პროდუქციის იაფი ფასი და ჰორეკა-სექტორის წვრილი წარმომადგენლების გაქრობა ბაზრიდან.

„მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ის, რომ წელს გამოვუშვით ასევე ერთჯერადი პაკეტია ჩაი პირამიდის ფორმაში და მისი პოპულარიზაცია არის ძირითადი გეგმა. ამ ეტაპზე ქსელებში 12 სახეობის ჩაი იყიდება, მაგრამ ჩვენს მაღაზიაში უამრავი სახეობის ჩაი იყიდება“, - განაცხადა ფარცხალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია ოთხ ადამიანს ასაქმებს და მუშახელის პრობლემა არ აქვს.

„კონა“ ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები