ცვლილება ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირებაში - მთავრობამ ბიზნესს დღეს ახალი მარეგულირებელი პაკეტი წარუდგინა. ცვლილებების ფარგლებში იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.
პარალელურად, იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ - რა გაიგეს დღეს ინფრასტრუქტურის მშენებლებმა მთავრობის ხედვიდან და დააზღვევს თუ არა ეს ინიციატივა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხარვეზებს და ვადების დარღვევას?


































