მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი მოთხოვნები მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებლებს - რას ითვალისწინებს რეგულაციები?

მთავრობა მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებაში ახალი წესების შემოტანას გეგმავს. საუბარია ღორღისა და ქვიშა-ხრეშის წარმოებისა და ინერტული ნედლეულის გადამუშავების რეგულირებაზე. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, ნედლეულის ტრანსპორტირების, მსხვრევის, დახარისხების, ჩატვირთვა-გადმოტვირთვისა და დასაწყობების პროცესებში კონკრეტული ნორმები შემოვა. დოკუმენტის სამუშაო ვერსია კერძო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილს უკვე გააცნეს. სამინისტროს ცნობით, ცვლილებების მიზანს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება წარმოადგენს. რა იცვლება მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებაში და როგორ აფასებს კერძო სექტორი მოსალოდნელ ცვლილებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები