მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი მოთხოვნები რეპროდუქციული სერვისის მიმწოდებელი კლინიკებისთვის

რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს ახალი ვალდებულება უჩნდებათ. კერძოდ, 2024 წლის 1 იანვრიდან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს. მთავრობის განმარტებით, ცვლილების მიზანი გამოყენებული ქსოვილების, უჯრედებისა და ემბრიონების შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობაა. ცვლილებების პროექტი მიმდინარე კვირის მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია.რა იცვლება კლინიკების საქმიანობაში?

სტუმარი: ნინო მუსერიძე - გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები