მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი მოთხოვნები სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორებისთვის - რა იცვლება 2025 წლიდან?

2025 წლიდან ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სააგენტოს ზედამხედველობას დაქვემდებარებული პროდუქტების ჩამონათვალი ფართოვდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია 101 დასახელების პროდუქტზე, რომელიც სამშენებლო და სარემონტო მასალებს განეკუთვნება. მათ შორისაა სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, გადახურვა, იატაკი და სხვა. გარდამავალ პერიოდში, 2025 წლის 1 იანვრამდე, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, შემოწმების ფარგლებში გასცემს რეკომენდაციებს სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რაც მათი თქმით, მნიშვნელოვნად დაეხმარება სექტორს ცვლილებებთან ადაპტირებაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, განახლებული ტექნიკური რეგლამენტით სამშენებლო პროდუქტებისთვის შეიქმნება ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომლის პირობებშიც ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კონკრეტული მოთხოვნები იმპერატიულად იმოქმედებს ბევრად გაფართოებულ სფეროში, რაც, თავის მხრივ, მრავალმხრივ უზრუნველყოფს მომხმარებელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს სამშენებლო პროდუქტით გამოწვეული ზიანისგან დაცვას. რაც შეცვლის სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორში დაანონსებული ცვლილებები?

სტუმარი: ედიშერ ხიმშიაშვილი - კომპანიას „ნოვას“ გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები