მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი პოლიტიკით, მასწავლებელთა ნაწილს ხელფასი შეუმცირდა - რას ამბობს სამინისტრო?

1 ივლისიდან, 52 000-ზე მეტი პედაგოგისთვის საქართველოში ახალი ანაზღაურების სქემა ამოქმედდა, რომელიც საშუალოდ 500 ლარით გაზრდილ ხელფასს მოიაზრებს. თუმცა, როგორც გაირკვა ხელფასი მოიმატებს საათების ხარჯზე და არა პედაგოგთა დაგროვილი ცოდნის, ხარისხისა და შრომის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსის დანამატს იღებდნენ, ხოლო ამ სტატუსის მოსაპოვებლად წლების განმავლობაში მოსწავლეებთან ერთად მუშაობდნენ პროექტებზე, აბარებდნენ გამოცდებს და ა.შ. ახლა ეს დანამატი შეუმცირდებათ. ხოლო იმ მასწავლებლებს, რომლებსაც გამოცდები არ ჩაუბარებიათ, და ასეთი პედაგოგთა საერთო რაოდენობის უმრავლესობაა, ხელფასი საგრძნობლად გაეზრდებათ.

რა ვერ ან არ გათვალეს სამინისტროში და როგორია უწყების პასუხი კვალიფიციური კადრებისთვის ხელფასების შემცირებაზე?

სტუმარი: როლანდ შავაძე - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2022 წლის გამარჯვებული;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები