მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი პროექტი - „Carspace ავტოდილერებისთვის“

Carspace-ს ახალი პროექტი - „Carspace ავტოდილერებისთვის“
09.01.24 14:28
2170

ავტოიმპორტიორი კომპანია Carspace საქართველოს ბაზარზე უკვე 5 წელია რაც ოპერირებს და ჩამოყვანილი ჰყავს 10,000-ზე მეტი ავტომობილი. ის როგორც საცალო მომხმარებელს, ასევე დილერებს სთავაზობს ავტომობილების იმპორტს აშშ-დან გასნაკუთრებულად დაბალ ფასად, გარანტიით, დაზღვევით და ფინანსირების შესაძლებლობით.

კომპანიამ ახლახან დააანონსა ახალი პროექტი - „Carspace ავტოდილერებისთვის“, რომლის ფარგლებშიც გეგმავს ავტოდილერებისთვის მუდმივი ბენეფიტების, განსაკუთრებული შეთავაზებების, ინფორმაციულ, საკონსულტაციო და სხვა მრავალი ტიპის მხარდაჭერას.

„ავტოდილერების წარმატება, ჩვენ წარმატებას ნიშნავს. ამიტომ გადავწყვიტეთ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი კომპანიის მხრიდან ავტოდილერების მხარდამჭერი პროექტები და მოვაქციოთ ისინი ერთიანი ქოლგის ქვეშ, რომელსაც „Carspace ავტოდილერებისთვის“ ერქმევა“ - აცხადებს Carspace ის დირექტორი დავით წამალაშვილი.

საბაზისო ბენეფიტები ავტოდილერებისთვის იქნება შემდეგი:

  • გარანტირებულად ყველაზე დაბალი ფასი ავტოიმპორტზე;
  • უფასო წვდომა Carfax-ზე;
  • პერსონალური კონსულტაცია და პირადი მენეჯერი;
  • ტრანსპორტირების დაზღვევა;
  • ავტომობილის დანაწევრება/დაჭრა;
  • წვდომა შემდეგ აუქციონებზე: Manheim, Adesa, Pipeline, Copart, IAAI;
  • წვდომა დაფინანსებაზე.

ავტოდილერებს რეგისტრაცია და პროგრამაში ჩართვა შეეძლებათ შემდეგი გვერდიდან: forms.google

Carspace-ის დირექტორის დავით წამალაშვილის განცხადებით მომავალში კომპანიას არაერთი პოზიტიური სიახლე აქვს დაგეგმილი როგორც ავტოდილერებისთვის, ასევე საცალო სეგმენტისთვისაც.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები