მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი რეგულაცია ექთნებისთვის

სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება - 1-ელი იანვრიდან დარიცხული ხელფასი უმცროსი ექიმისთვის თვეში არანაკლებ 950 ლარი უნდა იყოს, ექთნის თანაშემწის ანაზღაურება არანაკლებ 572 ლარი, ბებიაქალის 844 ლარი, ხოლო სანიტრის მინიმალური ანაზღაურება არანაკლებ 576 ლარი უნდა იყოს. რეგულაციით, ხელფასის ზრდა 6000-მდე პირს შეეხება და მინიმალური ხელფასის დაწესების რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში ჩართულ ყველა სამედიცინო პერსონალზე აისახება. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. 

რა რეალური შედეგები ექნება ცვლილებას ჯანდაცვის სექტორისთვის, რომელიც ექთნების მწვავე დეფიციტის წინაშეა?

სტუმარი: ვახტანგ კალოიანი - ექიმი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები