ახალი რეგულაციები ბუღალტრებისთვის - საბუღალტრო ფირმების, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების , აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმებისთვის 2025 წლიდან ახალი რეგულაციები შედის ძალაში. კერძოდ, ანგარიშვალდებულ პირს სამსახურისთვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის წლიური ანგარიშის წარდგენა მოუწევს. ანგარიშში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის, კლიენტთა საქმიანობის სფეროს, ინფორმაცია მათთან დადებული გარიგებების შესახებ. რა გამოწვევებს ქმნის ახალი რეგულაცია და როგორ ემზადება სექტორი?